agent-foundation-kit
Health Uyari
- License — License: MIT
- Description — Repository has a description
- Active repo — Last push 0 days ago
- Low visibility — Only 5 GitHub stars
Code Uyari
- process.env — Environment variable access in .claude/hooks/guard.py
Permissions Gecti
- Permissions — No dangerous permissions requested
Bu listing icin henuz AI raporu yok.
Claude Code-ის პროექტის სასტარტო ძრავა: მეხსიერება, უსაფრთხოება, მანქანური შემოწმებები და სამუშაო ციკლი — სტუდენტებისა და გუნდებისთვის
agent foundation kit — სასტარტო ძრავა Claude Code-ის პროექტებისთვის
ეს არის მზა სამუშაო გარემო (ძრავა) ახალი პროექტისთვის, რომელსაც Claude Code აშენებს. თავად პროდუქტი აქ ჯერ არ არის — აქ არის ის, რაც უზრუნველყოფს, რომ აგენტმა ყოველ ახალ სესიაზე იცოდეს, სად გაჩერდით; არაფერი დაამტკიცოს შენს მაგივრად; საიდუმლო გასაღებებს არ შეეხოს; და ყოველი შედეგი მანქანამ შეამოწმოს. GitHub-ზე დააჭირე Use this template, და შენი ახალი პროექტი პირველივე დღიდან ამ წესებით დაიწყება. რას ვაშენებთ — intent.md; სად ვართ — progress.md; რა რიგით მივდივართ — plan.md; როგორ ვმუშაობთ და სად წყვეტ შენ — process.md.
როგორ მუშაობს — ერთი სურათით
წარმოიდგინე სამშენებლო ობიექტი, სადაც ბრიგადირი (Claude) ყოველ დილით მეხსიერებადაკარგული მოდის. რომ სამუშაო არ აირიოს, ობიექტზე ოთხი რამ არსებობს:
- მაგიდაზე დადებული დღის ფურცელი —
progress.md-ის „ახლა",plan.md-ის მიმდინარე ფაზა დაtasks/todo.md-ის „ახლა / შემდეგი" (Claude-ის კონკრეტული დავალებები). Claude-ს ის ავტომატურად ეწოდება ყოველი სესიის დასაწყისში და ყოველი compact-ის (საუბრის ავტომატური შეკუმშვის) შემდეგ. - სამუშაო ჟურნალი და არქივი — ყოველ სესიას თავისი ჩანაწერი (ეპიზოდი) აქვს
memory/episodes/-ში. სესიის ბოლოს/session-closeყველაფერს სწორ ადგილებზე ანაწილებს; თუ დაგავიწყდა, სესიის დახურვისას ფონური პროცესი თავად შეაჯამებს. მეხსიერების სრული რუკა — memory/README.md. - შენი ხელმოწერა — განზრახვა, სპეციფიკაცია (spec — ფუნქციის ზუსტი აღწერა), გეგმა და არქიტექტურული გადაწყვეტილება (ADR) ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როცა შენ დაამტკიცებ
/approve-ით. Claude-ს ამის გაკეთება არ შეუძლია — ამას guard (ავტომატური დარაჯი) ბლოკავს, gate კი ამოწმებს. - ტექნიკური ზედამხედველი — კარიბჭეები (gates — მანქანური შემოწმებები), რომლებიც ყოველ commit-ზე (შენახვის წერტილზე) და ყოველი პასუხის ბოლოს ეშვება და იჭერს იმას, რასაც მოდელი გამოტოვებს. თავად შემოწმებებიც მოწმდება: დრილი თითოეულს განზრახ „ტეხს" და ამოწმებს, რომ დაიჭირა.
ყველაფერი ჩვეულებრივი ტექსტური ფაილია, ერთმანეთთან ბმულებით — ამიტომ Obsidian-ში გრაფად ჩანს, Claude კი იმავე გრაფს tools/context_graph.py-ით ხედავს.
როგორ დავიწყო — სამი ნაბიჯი
- შექმენი შენი პროექტი ამ შაბლონიდან. GitHub-ზე, ამ გვერდის თავში, დააჭირე Use this template → Create a new repository, დაარქვი სახელი და ჩამოტვირთე კომპიუტერში (
git clone https://github.com/<შენი-სახელი>/<რეპოს-სახელი>.gitან GitHub Desktop-ით). - გახსენი იმ საქაღალდეში Claude Code — ტერმინალში
claudeან VS Code-ის Claude Code გაფართოება — და საქაღალდეს ნდობა მიეცი (trust). დანარჩენს ძრავა თავად აწყობს: git-ს, commit-ის შემოწმებებს და ხელსაწყოების შემოწმებას. setup-ის ბრძანებები არ გჭირდება. - მისწერე შენი იდეა ჩვეულებრივი სიტყვებით — მაგალითად: „მინდა გავაკეთო ვებსაიტი ჩემი საცხობისთვის: მენიუ, ფასები და ონლაინ შეკვეთა". ეს შეიძლება იყოს საიტი, თამაში, აგენტი, ავტომატიზაცია — ნებისმიერი რამ.
ამის შემდეგ Claude იდეას ჩაიწერს და ეტაპობრივად გაგიძღვება: ჯერ რამდენიმე კითხვა (განზრახვა), მერე ზუსტი აღწერა (სპეციფიკაცია), მერე — რით აშენდეს (არქიტექტურა), მერე გეგმა და აშენება, ბოლოს კი მუშა შედეგის ჩვენება. ყოველ ეტაპზე გეტყვის, რა მოდის შემდეგ, სტატუსის ზოლში (ეკრანის ქვედა ხაზები) კი 🧭-ით ჩანს, სად ხარ. მთავარ დოკუმენტებს Claude გთავაზობს, ძალაში კი მხოლოდ შენი ბრძანებით შედის — მაგალითად /approve intent; ზუსტ ბრძანებას ყოველ ჯერზე თვითონ გეტყვის. პროექტის ყოველ ტიპს — საიტს, თამაშს, AI აგენტს, ავტომატიზაციას და სხვას — თავისი სახელმძღვანელო აქვს (docs/guides/): მისი მიხედვით Claude გისვამს კითხვებს, გთავაზობს, რით აშენდეს, პირველ ვერსიას მცირე ზომისას ტოვებს და შედეგს გაჩვენებს.
რა უნდა იყოს კომპიუტერზე
ძრავა მუშაობს Windows-ზე (10 ან 11), macOS-სა და Linux-ზე. საჭიროა სამი რამ. git: Windows-ზე — Git for Windows (git-scm.com; მასთან ერთად დგება Git Bash, რომლითაც hook-ები, ანუ ავტომატური ჩამრთველები, ეშვება), macOS-ზე — xcode-select --install ან brew install git, Linux-ზე — sudo apt install git. Python 3.12 ან უფრო ახალი: Windows-ზე — python.org ან winget install Python.Python.3.12, macOS-ზე — brew install [email protected], Linux-ზე — sudo apt install python3.12 (სხვაგან uv python install 3.12). და Claude Code შენი Claude-ის გამოწერით. Python-ს ძრავა თავად პოულობს (.claude/hooks/py.sh), ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, მას py ჰქვია თუ python3. თუ რომელიმე აკლია ან git-მა შენი სახელი და ელფოსტა არ იცის, Claude პირველივე სესიაზე გეტყვის და დაყენებას შემოგთავაზებს — შენი „კი"-ს შემდეგ. gitleaks (საიდუმლო გასაღებების მაძიებელი) სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის: მის გარეშე commit-ებს ძრავის საკუთარი, უფრო სუსტი სკანერი ამოწმებს და შედეგში ამას პირდაპირ წერს. სურვილისამებრ: VS Code (სამუშაოდ) და Obsidian (obsidian.md — პროექტის გრაფის სანახავად).
შემოწმება, რომ დაცვა მუშაობს: სთხოვე Claude-ს, intent.md-ის სტატუსი accepted-ზე თავად შეცვალოს — უარს მიიღებ GUARD[G4]-ით, და ასეც უნდა იყოს. ძრავის ყველა შემოწმება ერთად (Windows-ზე — Git Bash-ში): bash .claude/hooks/py.sh tools/gates/gate.py (ბოლო ხაზი GATES PASS) და bash .claude/hooks/py.sh tools/gates/drill.py (~3 წუთი; DEAD/DEFECT=0 — ყოველი შემოწმება ცოცხალია).
ყოველდღიური მუშაობა
გახსენი ტერმინალი ან VS Code პროექტის საქაღალდეში და დაიწყე Claude — მან უკვე იცის, სად გაჩერდით. ჩვეულებრივად ესაუბრე. სტატუსის ზოლში 🧭-ით ჩანს, ხუთიდან რომელ ეტაპზეა პროექტი — განზრახვა, სპეციფიკაცია, არქიტექტურა, გეგმა და აშენება, ჩვენება — და რა არის შემდეგი ნაბიჯი, ხშირად ზუსტი ბრძანებით (მაგ. /approve spec 1). ეს ძრავის სამუშაო ციკლია (ADR-0001); ზოლი მხოლოდ დოკუმენტების სტატუსებს კითხულობს (ADR-0011). როცა ამთავრებ, თქვი „დავასრულოთ" (ან /session-close) — ის ჩაწერს, რა გაკეთდა, განაახლებს გეგმას და პროგრესს, გაუშვებს შემოწმებებს და შეინახავს. თუ სტატუსის ზოლში წითლად ანთია ↻3 ახალი სესია, ესე იგი საუბარი სამჯერ შეიკუმშა — დროა /session-close, მერე ახალი ტერმინალი ან /clear.
მოდელს სესიის დასაწყისში ირჩევ (/model) და შუაში აღარ ცვლი; ერთი თემა — ერთი სესია. რატომ — ქვემოთ, „ქეში და ხარჯი".
ბრძანებები
| ბრძანება | რას აკეთებს | ვინ |
|---|---|---|
/approve |
აჩვენებს, რა ელოდება შენს დამტკიცებას | შენ |
/approve adr 1 · /approve intent · /approve spec 1 · /approve plan 1 |
ამტკიცებს დოკუმენტს და წერს ჟურნალში | შენ |
/approve reject adr 1 მიზეზი |
უარყოფს ADR-ს | შენ |
/orchestrate |
maker/checker ციკლების მდგომარეობა (ჯერ გამორთულია) | შენ |
/session-close |
სესიის სწორად დახურვა | შენ ან Claude |
/observatory |
ქართული ანგარიში: რა გააკეთეს აგენტებმა — ფაილები, ბრძანებები, ვები, უარყოფილი მოქმედებები, ტოკენები, ხარჯი და ქეში (/observatory last, ან ბოლო დღეები) |
შენ ან Claude |
/intent · /spec · /feature-plan · /adr |
განზრახვა → სპეციფიკაცია → გეგმა; გადაწყვეტილების ჩაწერა | Claude, შენი თხოვნით |
/reflect |
პროექტის თვითგაუმჯობესება: წინადადებები, რომლებსაც შენ წყვეტ | Claude |
რა შეუძლია Claude-ს და რა არა
შეუძლია: ფაილების კითხვა და წერა, პროექტის შემოწმებების გაშვება, git-ში შენახვა ბრანჩზე (ბრანჩი — პროექტის ცალკე ასლი, რომელიც მთავარში შენი თანხმობით ერთიანდება). ეკითხება შენ: პროგრამების დაყენებას, ფაილების წაშლას, git push-ს და შერწყმას, თავად სამუშაო გარემოს (hook-ები, gate-ები, skill-ები, წესები, აგენტის ინსტრუქციები და გაკვეთილები) შეცვლას, ორკესტრაციის გაშვებას. არ შეუძლია: საიდუმლოების (.env) წაკითხვა, შემოწმებების გვერდის ავლა, ისტორიის გადაწერა, შენს მაგივრად დამტკიცება, სხვა სესიების ფაილების შეცვლა. გულწრფელად: ეს დაცვა „სიჩქარის ბორცვია" და არა სეიფის საკეტი — ამიტომ მის უკან მანქანური შემოწმებაც დგას და git-ის ისტორიაც. დეტალები — ADR-0004.
უსაფრთხოება და კონტროლი
გასაღებები. API გასაღებები და ტოკენები მხოლოდ .env ფაილში ჩაწერე. ის git-ში არ ხვდება, Claude კი მას ვერც კითხულობს და ვერც წერს. როგორ შექმნა, .env.example-ში წერია: დააკოპირე სახელით .env და PLACEHOLDER-ის ნაცვლად ნამდვილი მნიშვნელობა ჩასვი. გასაღები ჩატში არ ჩაწერო — ასეთი შეტყობინება Claude-მდე არ მივა და გაფრთხილებას მიიღებ.
sentinel (დარაჯი გამოტანაზე). თუ რომელიმე ბრძანების შედეგში გასაღები გამოჩნდა, Claude მას [REDACTED:…]-ად ხედავს. ფარული Unicode სიმბოლოები და გარე წყაროდან მოსული „ბრძანების მსგავსი" ტექსტი ინიშნება, რომ Claude-მა ის ბრძანებად არ მიიღოს.
sandbox (ბრძანებების იზოლაცია) და WSL2. Claude Code-ს შეუძლია ბრძანებები იზოლირებულად გაუშვას — ფაილებსა და ქსელზე წვდომა შეზღუდული აქვს, და ეს ერთადერთი ნამდვილი საზღვარია shell-ის მქონე აგენტზე (ნებართვების სიები ფანჯარაა, არა კედელი). ის მუშაობს macOS-ზე, Linux-სა და WSL2-ზე და ნაგულისხმევად გამორთულია; ბუნებრივ Windows-ზე საერთოდ არ არსებობს. სტატუსის ზოლი ყოველთვის გიჩვენებს, სად ხარ: 🛡 sandbox არ არის — Windows, გამორთულია ან ჩართულია. Windows-ზე იზოლაციისთვის Claude Code WSL2-ში გაუშვი (Ubuntu: wsl --install; პროექტი Linux-ის საკუთარ საქაღალდეში დააკლონე — /mnt/c-დან ნელია და ფაილის რეჟიმები ირევა); ჩართვა — sandbox.enabled: true ~/.claude/settings.json-ში ან პროექტის .claude/settings.json-ში (Linux-ზე bubblewrap და socat სჭირდება; ქსელის allowlist-ი ცარიელი იწყება და ყოველ ახალ ჰოსტზე ფანჯარა იხსნება). ნაკრები მას თავისით ჯერ არ რთავს — ჯერ ცოცხალი ცდაა საჭირო macOS-ზე ან Linux-ზე ([[ADR-0014-harness-hardening]]).
observatory (დაკვირვება). /observatory ქართულად გიჩვენებს, რა გააკეთეს აგენტებმა: რომელი ფაილები შეიცვალა, რომელი ბრძანება წერდა git-ში, აყენებდა, შლიდა ან ქსელში გადიოდა, რა უარყო guard-მა, რამდენი ტოკენი დაიხარჯა. /session-close ამის ერთ ხაზს სესიის ეპიზოდში ინახავს.
დავალებები. tasks/todo.md-ში Claude წერს, რას აკეთებს ახლა და რა მოდის შემდეგ, ხოლო „შენ გელოდება" ნაწილში — რა სჭირდება შენგან. მონიშნული დავალება მხოლოდ ქვითრით ითვლება (commit ან შენი სიტყვა).
გულწრფელად: shell-ის მქონე აგენტზე სრული გარანტია შეუძლებელია. მიღწევადია ფენები, რომლებიც შეცდომებს აჩერებს, და სრული კვალი, რომელიც გამოტოვებულსაც აჩენს. რა ვერ დავიცავით, ჩამოწერილია ADR-0007-ში.
ქეში და ხარჯი
Claude ყოველ ნაბიჯზე მთელ საუბარს თავიდან კითხულობს, იაფად კი მხოლოდ მაშინ, როცა მისი შენახული ასლი (prompt cache — ქეში) ჯერ ცოცხალია: მთავარ სესიაში ის დაახლოებით ერთ საათს ძლებს. სტატუსის ზოლის (statusline-ის) ბოლო ხაზი ამას გიჩვენებს — ♻ ქეში თბილია ~14:05-მდე, „იწურება", ან ❄ ცივია; ცივ და დიდ საუბარზე ისიც გეტყვის, რომ ახალი თემისთვის ახალი სესია იაფია. შენი საკუთარი სტატუსის ზოლი, თუ გაქვს, ადგილზე რჩება — ძრავა მას მხოლოდ ქეშის ხაზს უმატებს. რა დაჯდა სესია API-ის ფასით და რატომ აეწყო ასლი თავიდან, /observatory გიჩვენებს. დეტალები და ჩვევები — ADR-0010, process.md §5.
Obsidian — კონტექსტის გრაფი
- გადმოწერე Obsidian (obsidian.md) და გახსენი: Open folder as vault → აირჩიე პროექტის საქაღალდე.
- დააჭირე Ctrl+G (macOS-ზე Cmd+G; Graph view). ფერები: ნარინჯისფერი — განზრახვა, ლურჯი — ADR, მწვანე — სპეციფიკაციები, იისფერი — გეგმები, ოქროსფერი — დომენის ფაქტები, ნაცრისფერი — სესიები.
- ნებისმიერ კვანძზე დაწკაპუნებით ფაილი იხსნება; ფაილის ზედა ნაწილში („Properties") ჩანს მისი სტატუსი და კავშირები.
ფაილის გადარქმევა Obsidian-ში უსაფრთხოა — ბმულები თავისით განახლდება.
საქაღალდეების რუკა
| სად | რა |
|---|---|
intent.md, plan.md, progress.md, process.md |
განზრახვა, გეგმა, პროგრესი, პროცესი (როგორ ვმუშაობთ) |
tasks/todo.md |
Claude-ის კონკრეტული დავალებები: ახლა · შემდეგი · შენ გელოდება · დასრულებული |
docs/adr/ · docs/specs/ · docs/plans/ · docs/domain/ |
გადაწყვეტილებები · სპეციფიკაციები · გეგმები · დომენის ფაქტები (თარიღითა და წყაროთი) |
memory/ |
ეპიზოდები, წინადადებები, გაკვეთილები, დამტკიცებების ჟურნალი |
tools/ |
გრაფი, დამტკიცება, კარიბჭეები და დრილი, observatory, ხარჯისა და ქეშის თვლა |
orchestration/ |
maker/checker ციკლები (გამორთული) |
evals/ |
აგენტის ქცევის შეფასების გეგმა |
.claude/ |
Claude-ის წესები, skill-ები, hook-ები, subagent-ები, სტატუსის ზოლი (Obsidian-ში დამალულია) |
research/ |
კვლევა ან გარედან შემოტანილი მასალა — დაწერის შემდეგ ხელშეუხებელი |
CLAUDE.md, AGENTS.md, REVIEW.md |
აგენტების ინსტრუქციები (ინგლისურად — ასე ზუსტია და იაფი) |
რა ჯერ არ არის
ძრავა მუშაობს, მაგრამ ზოგი ნაწილი ჯერ ჩართული არ არის — ეს გულწრფელად უნდა იცოდე. ბრძანებები სამივე სისტემაზე ერთი გამშვებით ეშვება (bash .claude/hooks/py.sh); Windows-სა და Linux-ზე ძრავა ხელით შემოწმდა, macOS-ზე — GitHub-ის ავტომატური შემოწმებით (CI), ნამდვილი სესიით კი ჯერ არა. ორკესტრაციის I ეტაპი (Sonnet წერს, Opus ამოწმებს) კოდში უკვე წერია (ADR-0005); მას დრილი ამოწმებს (tools/gates/drill.py, ჯგუფი orchestration), და შენი commit-ის შემოწმებაც მას უშვებს, როცა მისი რომელიმე ფაილი იცვლება. ის გამორთულია — ჩართვა შენი გადაწყვეტილებაა. დისპეჩერი (decision model, რომელიც მოდელს გვირჩევს) ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილებადაა ჩაწერილი (ADR-0009) და ამ შაბლონში კოდი არ აქვს. კოდის lint-ი, ტესტები და evals (კარიბჭეების 1–3 დონეები) ჩაირთვება მაშინ, როცა შენი პროექტის სტეკი (ტექნოლოგიები) გადაწყდება. ეს ყველაფერი შენს გადასაწყვეტად წინადადებებშიც წერია (memory/PROPOSALS.md).
ლიცენზია და წყაროები
MIT — იხილე LICENSE. შეგიძლია გამოიყენო, შეცვალო და გაავრცელო, თუ ლიცენზიის ტექსტს შეინარჩუნებ. სამი კრიტიკოსი (.claude/agents/critic-*.md) kimi-atlas-ის აგენტების მიხედვითაა ადაპტირებული (MIT), refuter — gentle-ai-ის review-refuter-ის მიხედვით (Apache-2.0); სხვა პროექტებიდან აღებული იდეები სახელით არის მოხსენიებული ADR-ებში, სადაც გამოიყენება.
Yorumlar (0)
Yorum birakmak icin giris yap.
Yorum birakSonuc bulunamadi